ათენის საავადმყოფოდან 8 და 10 წლის ბიჭები გაუჩინარდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” ორი პატარა ბიჭის დაკარგვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ორგანიზაციის ცნობით, 8 და 10 წლის ბავშვები ათენის საავადმყოფოდან 3 მაისს გაუჩნარდნენ და მას შემდეგ, მათი კვალიც კი არსად ჩანს. ორივე მათგანი სირიის მოქალაქეა და საავადმყოფოში იყვნენ შეფარებულნი.

ბიჭებიდან ერთ-ერთი 1 მეტრი სიმაღლისაა, აქვს ყავისფერი თმა და თვალები, ხოლო მეორეს სიმაღლე 1,30 მეტრია. მასაც ყავისფერიი თმა და თვალები აქვს. ორივე ბავშვი გამხდარია.

ორგანიზაცია საზოგადოებისგან ითხოვს, თუკი ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს ან დაუნახავს ბავშვები, რომლებიც ფოტოებზე არიან აღბეჭდილი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ნომერზე 116000.


melano

ტესტ