fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის მეტრო: რატომ არ არის არცერთი უსაფრთხოების ნაჯახი ვაგონებში

თუკი ათენის მეტროთი ხშირად მგზავრობთ, შეამჩნევთ, რომ მატარებელში ნაჯახებისთვის განკუთვნილი სათავსოები თითქმის ყოველთვის ცარიელია. რა პასუხი აქვს ამ ყველაფერზე კომპანიას?!

თითოეულ ვაგონში განსაზღვრულია იყოს ნაჯახი, რომელიც უსაფრთხოებას გარკვეულწილად უზრუნველყოფს. საუბარია ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, როდესაც ადამიანებს ვაგონებიდან გამოსვლა მხოლოდ ფანჯრის ჩამტვრევის ხარჯზე შეუძლიათ.

თუმცა, ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან მეტროში არ არსებობს თითქმის არცერთი ნაჯახი, რომელიც მათ საგანგებო მდგომარეობაში დასჭირდებათ.

ამ ყველაფერზე ΣΤΑΣΥ-ს თანამშრომელთა პასუხი ასეთია: “ჩვენ ყოველდღე ახალ ნაჯახს ვდებთ, თუმცა, მათ ყოველდღე იპარავენ.”

არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ეს მიზეზი ობიექტური, თუმცა, კითხვა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მოსახლეობამ თუკი ვაგონებიდან გამოსვლის ერთადერთი გზა მინის ჩამტვრევაა, ამ ეტაპზე პასუხგაუცემელი რჩება.

ΣΤΑΣΥ აცხადებს, რომ ნაჯახი არ წარმოადგენს ერთადერთ მაშველს, ვინაიდან, მეტროს კარის გაღება მძღოლს ავტომატურად შეუძლია. განცხადება ბუნდოვანია, რადგან თუკი მძღოლს კარის გაღება შეეძლება, ეს მდგომარეობა საგანგაშოდ ვერ ჩაითვლება.

მიუხედავად ყველაფრისა, მეტროს ვაგონებში კარგად არის ახსნილი, როგორ უნდა ჩავამტვრიოთ ფანჯარა ნაჯახით, რომელიც, რეალურად, თავის ადგილზე მოთავსებული არ არის.

onalem

ტესტ