fbpx
საბერძნეთისპორტი

ათენის მარათონში კენიელმა გაიმარჯვა , ორი ბერძენი 10 საუკეთესოში

ათენის 35-ე მარათონში კენიელმა სამუელ კალალეიმ გაიმარჯვა. მან მოწინააღმდეგეს ორი წუთით სძლია და საუკეთესო დრო 2 საათი, 12 წუთი და 17 წამი დააფიქსირა.

იხილეთ გამარჯვებული:

რაც შეეხება ბერძნებს, პირველი ბერძენი, რომელმაც საუკეთესო დრო აჩვენა კონსტანტინოს გელაუზოსი იყო, 2 საათით 27 წუთითა და 21 წამით, შემდეგი კი ხრისტოფოროს მერუსი, 2 საათით, 28 წუთითა და 19 წამით. ორივე მათგანმა საუკეთესო ათეულში მე-8 და მე-9 პოზიციები დაიკავა.

მარათონში რეკორდული რაოდენობის ხალხმა მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში იყო 18, 500 ადამიანი 100 სხვადასხვა ქვეყნიდან.

onalem

ტესტ