fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის ცენტრში: ხალხი იდენტობის გარეშე – ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები

უმუშევრები, უსახლკაროები, დაზღვევის გარეშე და უმეტეს შემთხვევებში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშეც კი. მათი ერთადერთი მიზანია, მოიხმარონ ნარკოტიკი.

ამასთანავე, ათენის ცენტრში მოძრავ ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები ატარებენ სხვადასხვა დაავადებებს, როგორიცაა C ჰეპატიტი და შიდსი. მათი წრეები “ბნელია” და არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.

ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა სოციალური პირობები დროდადრო უარესდება, ხოლო პრევენციისა და ზიანის შემცირებისათვის სახელმწიფო არანაირ ზომებს არ იღებს.

ათენის სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო დროს, ზაკ კოსტოპულოს მკვლელობის ფაქტი, ყველაზე მკვეთრი ნიშანია იმისა, რომ საჭიროა დროული და ეფექტური ინტერვენცია.

კაპოდისტრიის ეროვნული უნივერსიტეტი და ათენის პათოლოგიების კვლევის ცენტრი აცხადებს პროგრამას, რომლის მიზანია შემცირდეს სქესობირივი გზით გადამდები დაავადებების რიცხვი, ასევე, მოხდეს დროული დიაგნოსტიკა ადამიანებისთვის, რომლებზეც არავინ ზრუნავს.

 

 

onalem

ტესტ