fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის ცენტრი: პენსიონერთა პროტესტის მორიგი ტალღა

ასობით პენსიონერი ათენის ცენტრში შეიკრიბა და პენსიების შემცირებას აპროტესტებენ. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ 2010 წლის შემდეგ პენსიებისთვის გამოყოფილ თანხას 50 მილიარდი ევრო ჩამოეჭრა.

ბოლო დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით:

1) სამიდან ერთი პენსიონერის პენსია 500 ევროს არ აღემატება.

2) პენსიის საშუალო  რაოდენობად მიჩნეულია 722 ევრო.

3) უახლოს მომავალში პენსიებისთვის გამოყოფილ თანხას, სავარაუდოდ, კიდევ 2,5 მილიარდი ევრო ჩამოეჭრება.

4) ამ ყველაფრის პროცენტული მაჩვენებელი კი 18-ია.

აღსანიშნავია, რომ იმ რეფორმების ფონზე, რომელსაც საბერძნეთი ატარებს, საბოლოო ჯამში 2020 წლისთვის საშუალო პენსია შესაძლოა 450 ევრომდე შემცირდეს.

იხილეთ ვითარება:

onalem

ტესტ