ათენის ცენტრი: ნარკოტიკებით ვაჭრობა ბავშვების თვალწინ
ამ დროისთვის იმ 28 პირიდან, რომელიც ათენის ცენტრში ნარკოტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს, საბერძნეთის პოლიცია პატიმრობაში 16-ს ტოვებს.
CNN Greece ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს, რომელიც ნამდვილად შოკისმომგვრელია, იქიდან გამომდინარე, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები და გამყიდველები ბავშვებს იყვნენ ამოფარებულნი და ეს ყველაფერი მათ თვალწინ ხდებოდა.
ფოტოზე ასახულია, რომ ერთ-ერთ მათგანს პატარა გოგონას ხელი უჭირავს და ბავშვი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დანაშაულის მომსწრეა.
როგორც ბერძნული მედია წერს, ისინი ყიდდნენ “სიკვდილს” და ამავე დროს ეჭირათ ბავშვის ხელი. ეს მათი ერთგვარი ნიღაბი იყო.
იხილეთ ფოტოები: