fbpx
საზოგადოება

ათენის ცენტრი: მძღოლი, რომელიც წყვილს დაეჯახა, გაიქცა – გარდაცვლილია ორი ბავშვი

ტრაგედია ათენის ცენტრში შუა ღამის 03:00 საათზე მოხდა. ალბანეთის 26 წლის მოქალაქე მოტოციკლით დაეჯახა მანქანას, რომელშიც ახალგაზრდა წყვილი და ორი ბავშვი ისხდნენ. მანქანას 23 წლის გოგონა ატარებდა.

შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც მოტოციკლი გზის საპირისპიროდ, აგიოს მელეტიოს ქუჩაზე მიდიოდა.

ANT1-ის ინფორმაციით, ავარიის სიმძიმიდან გამომდინარე, 26 წლის ალბანელმა, იმის ნაცვლად, რომ დაშავებულ წყვილს დახმარებოდა, სისწრაფეს მოუმატა და ადგილიდან დაუყოვნებლივ გაუჩინარდა. 23 წლის გოგონა, რომელიც პოლონეთიდან არის, მოგვიანებით, სერიოზული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ გარდაცვლილია ასევე მანქანაში მჯდომი ორი ბავშვი.

პოლიცია დამნაშავის ვინაობის და ადგილსამყოფელის დადგენას აღნიშნულ ტერიტორაზე დამონტაჟებული კამერების საშუალებით ცდილობს.

 

 

onalem

ტესტ