ათენის ცენტრი: ავტობუსებში კონტროლიორები არ არიან – რას ამბობს OASA

ათენში ძველი ბილეთების გამოყენება 15 ნოემბერს შეწყდა, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა ქალაქის ცენტრში მოძრავ ვტობუსებში კონტროლიორებს იშვიათად შეხვდებით. რა პასუხი აქვს ამაზე სატრანსპორტო კომპანიას?!

როგორც ბერძნული წყაროები იუწყებიან, კომპანიამ კონტროლი განსაკუთრებით გაამკაცრა ავტობუსებზე: X93, X95, X96, CH97, რომელთა საბოლოო დანიშნულება აეროპორტია. თუმცა, თავად ათენის ცენტრში მოძრავი ავტობუსებითვის არ იყო გამოყოფილი შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა, რათა შეემოწმებინათ, ყიდულობს თუ არა მოსახლეობა ახალი სახის ელექტრონულ ბილეთებს.

ΟΑΣΑ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დაგეგმილია დამატებით 160 თანამშრომლის დაქირავება, რათა ქალაქში კონტროლი მუდმივად განხორციელდეს.

მოცემული მომენტისთვის თითოეულ მეტროსადგურსა და ავტობუსში ახალი სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რათა მოსახლეობამ ის გამოიყენოს. შესაბამისად, შემოწმების სამუშაოები ნელნელა გააქტიურდება.

melano

ტესტ