ათენის საერთაშორისო აეროპორტში 25 წლის უცხოელი დააპატიმრეს – Georgians.gr

ათენის საერთაშორისო აეროპორტში 25 წლის უცხოელი დააპატიმრეს

ათენის საერთაშორისო აეროპორტში საბერძნეთის პოლიციამ 25 წლის მამაკაცი დააპატიმრა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მას კოკაინით სავსე პაკეტები გადაჰქონდა.

საბერძნეთში ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში ბრალდებული პირი ბრაზილიის მოქალაქეა. საერთო ჯამში, მას 1, 110 გრამი კოკაინი გადმოჰქონდა. თითოეულ პაკეტში ზუსტად განსაზღვრული დოზა იყო მოთავსებული.

ასევე ამოღებულია ნაღდი ფული, 400 ევროს ოდენობით და ორი მობილური ტელეფონი.

დაკავებული ათენის პროკურორის წინაშე წარსდგა, რომლის გადაწყვეტილებითაც საქმეს სპეციალურად გამოყოფილი გამომძიებელი უხელმძღვანელებს.

melano

ტესტ