ვიდეო: ათენი-ბრიუსელის რეისზე თვითმფრინავში ქართულმა ხმებმა სიმღერა შეასრულეს

სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაცია ათენიდან ბრიუსელში ჩავიდა. მგზავრობის დროს, თვითმფრინავში ქართულმა ხმებმა ქართული სიმღერა შეასრულეს.

ვიდეოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს:

გუშინ, გამთენიისას, უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან, სტუდენტებთან, მეცნიერებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრა ჯერ ათენში, შემდეგ კი ბრიუსელში.