fbpx
საბერძნეთი

ათენი: ხვალ 17 ნოემბერთან დაკავშირებით მეტროს 3 სადგური დაიკეტება

ხვალ ათენის ცენტრში 17 ნოემბერთან დაკავშირებით მეტროს სამი სადგური დაიკეტება. ეს ყველაფერი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით დაიგეგმა.

კერძოდ, შუადღის 15:00 საათიდან დაიკეტება ”Megaro”, ხოლო 17:00 საათიდან ”Evaggelismos” და ”Syntagma”.

სადგურების დაკეტვა ნიშნავს, რომ მეტრო იმუშავებს, მხოლოდ აღნიშნულ სადგურებში მატარებელი ჩაივლის გაჩერების გარეშე.

სადგურები მარშის დასრულებისთანავე გაიხსნება.

onalem

ტესტ