fbpx
საზოგადოება

ათენი: ვინ არის ქალი, რომელიც ჩვილ ბავშვებს თავს ესხმის?!

საბერძნეთის პოლიცია ათენში მომხდარი უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია, აგიოს დიმიტრიოს ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში შენიშნეს ქალი, რომელიც ჩვილ ბავშვს დაესხა თავს. თანაც, ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. მსგავსი ინციდენტი ალიმოს სავაჭრო ცენტრშიც მოხდა.

ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ქალი არის 55 წლის, ცხოვრობს ანო ლიოსიაში და არის დაქორწინებული.

მას ბრალად ედება სხეულის მძიმე დაზიანება და დაუმორჩილებლობა, რომელიც პოლიციის მიმართ გამოამჟღავნა.

თავად ქალი აცხადებს, რომ ბავშვებისთვის ზიანი არ მიუყენებია და მხოლოდ “ეფერებოდა” მათ.

ჩვილ ბავშვებზე მოძალადე ქალი პოლიციამ გუშინ გვიან ღამით დააკავა.

იმ ბავშვების დედები კი, რომელთაც ბრალდებული თავს ესხმოდა, მადლობას უხდიან პოლიიცის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს, პრობლემაზე განსაკუთრებული ყურადღებით მუშაობისთვის.

onalem

ტესტ