fbpx
საზოგადოება

ათენი: უცნობებმა ქალაქის 3 ავტობუსს ქვები დაუშინეს

გუშინ ათენში მოძრავი სამი ავტობუსი უცნობი პირების მხრიდან ვანდალიზმის სამიზნე გახდა. საუბარია N550-სა და NA2-ზე.

კერძოდ, პირველი ინციდენტი დაახლოებით 20:15 საათზე მოხდა, როდესაც მგზავრებით სავსე ავტობუსს ქვები დაუშინეს. ამ დროს N550 კალითეაში იმყოფებოდა.

მეორე შემთხვევა იგივე ნომრის ავტობუსთან დაკავშირებით 45 წუთის შემდეგ დაფიქსირდა. ჩამტვრეულია ავტობუსის ფანჯრები.

ხოლო 21:30 საათზე დამნაშავეებმა მიზანში NA2 ამოიღეს, რომელიც აკადიმია-ვულას მარშრუტს ასრულებდა და ქვების სროლის გამო, ისიც დააზიანეს.

 

onalem

ტესტ