ათენი: თავშესაფარის პატრონმა 14 მოხუცებული გათბობისა და საკვების გარეშე დატოვა (ფოტოები)

აგია პარასკევის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში 14 ხანდაზმული უკიდურესად მძიმე პირობებში იმყოფება. თავშესაფრის მფლობელმა საკუთარი დაწესებულება მიატოვა და ისინი უპატრონოდ, გათბობისა და საკვების გარეშე დატოვა.

სოციალური სოლიდარობისა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით აღნიშნული თავშესაფარი დაილუქა და 14 მოხუცი იქიდან გამოიყვნეს.

თავად მეპატრონეს შეუსაბამო პირობების ქონისთვის 15, 000 ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

იხილეთ პირობები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ:

melano

ტესტ