fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: თავდასხმა მეტროსადგურზე აგიოს დიმიტრიოს

ათენის მეტროსადგურებზე თავდასხმებს ბოლო არ უჩანს. ამჯერად ვანდალიზმის მსხვერპლი სადგური აგიოს დიმიტრიოს გახდა. მათი სამიზნე ამ დროისთვის უკვე გაუქმებული აპარატები იყო.

დაახლოებით 10 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მეტროსადგურში ჩავიდა, ძველი აპარატები დაამტვრია, ასევე ზიანი მიაყენა სადგურის ახლოს მდებარე ბანკომატს და ამ ყველაფრის შემდეგ, “ჯენტლმენურად” გაუჩინარდა.

აღინიშნება სერიოზული მატერიალური ზარალი.

როგორც ჩანს, ანტი-ავტორიტარული დაჯგუფების წევრები ვერ ეგუებიან ახალი ელექტრონული სისტემის დამონტაჟებას. სწორედ ამიტომ, მათ შემთხვევით ისარგებლეს, რომ იმ დროისთვის კონკრეტულ სადგურს პოლიცია არ აკონტროლებდა და თავიანთი ვანდალური ქცევა გაიმეორეს.

აღნიშნული “მოძრაობა” აქტიურად მოქმედებს ხელისუფლების წინააღმდეგ.

onalem

ტესტ