fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: სუპერმარკეტების ქსელს თავს უცნობების ჯგუფი დაესხა

დღეს ტელეკომპანია SKAI-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ სუპერმარკეტების ქსელს ათენის რამდენიმე უბანში თავს უცნობების ჯგუფი დაესხა.

ცნობილია, რომ თავდასხმები შუაღამეს, დაახლოებით 01:30 საათიდან 02:10 საათამდე მოხდა და ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ვინაიდან თავდამსხმელებმა შობის ღამე შეარჩიეს.

აღინიშნება სერიოზული ზარალი ათენის შემდეგ გარეუბნებში: ილიუპოლი, პატისია, ნეა სმირნი, აგიოს დიმიტრიოს, ზოგრაფუ, პეტრალონა, კიფსელი.

გამოძიება თავდასხმის მიზეზების და თავდამსხმელთა ვინაობის დასადგენად მიმდინარეობს.

onalem

ტესტ