fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: სასამართლო დღეს 6 წლის გოგონას მკვლელობის საქმეს განიხილავს

დღეს ათენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 62 წლის მამაკაცის ბედს გადაწყვეტს, რომელსაც ბრალად 6 წლის შვილის მკვლელობა ედება. ეს არის ინციდენტი, რომელმაც 2017 წლის აპრილში მთელი საბერძნეთი შეძრა.

კერძოდ, გოგონას გაუჩინარების შესახებ 62 წლის მამაკაცმა, რომელიც ყოფილი პოლიციელია, თავის თანამშრომლებს დილით აცნობა. ოფიცრები სახლში მივიდნენ და ჩხრეკის შედეგად, გარდაცვლილი გოგონა სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ნაგვის ურნაში იპოვეს. მამა ამბობდა, რომ როდესაც გაიღვიძა, ბავშვი ვერ იპოვა. ასევე ჰქონდა ვერსია, რომ შესაძლოა ბავშვი უცნობებმა გაიტაცეს.

მამაკაცს ჰკითხეს, როგორ ვერ გაიგო, თუკი სახლში  ვინმე შევიდა, თუმცა, მან განაცხადა, რომ უძილობის პრობლემის გამო აბები ჰქონდა მიღებული.

საბედისწერო ღამეს მისი მეუღლე ჯამრთელობის პრობლემების ფონზე საავადმყოფოში იყო და სახლში არ იმყოფებოდა.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 6 წლის სტელა მამამ აფექტურ მდგომარეობაში მოკლა, რადგან გოგონამ ბანაობაზე უარი განაცხადა. ამან კი 62 წლის მამაკაცი მდგომარეობიდან გამოიყვანა.

მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება.

მისი არგუმენტი ძირითადად უკავშირდება ფაქტს, რომ გოგონას მოძრაობის პრობლემები ჰქონდა, ბავშვს არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება, რის გამოც 3 წლის მანძილზე სერიოზული დეპრესიისგან იტანჯებოდა. გამომდინარე აქედან, მისი თქმით, მკვლელობის პროცესში საღ გონებაზე არ იყო.

onalem

ტესტ