fbpx
საბერძნეთი

ათენი: სამუშაო ვაკანსიაზე მისვლა და 22 წლის გოგონას გაუჩინარება

22 წლის გოგონას მძევლობა 53 წლის მამაკაცის მიერ ათენის დაფნის ერთ-ერთ სახლში დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა პოლიციის ინფორმაციის მიხედვით, ფაქტია.

ჩანს რომ 53 წლის მამაკაცმა გაზეთში განაცხადა ვაკანსიის შესახებ, რის მიხედვითაც ეძებდა გოგონას ან ქალს, რომელიც სახლს დაულაგებდა, საჭმელს გაუკეთებდა, ტანსაცმელს დააუუთოებდა და ა.შ

22 წლის გოგონა, რომელიც ათენში სტუდენტია (მოგეხსენებათ, სტუდენტებს ყოველთვის ჭირდებათ დამატებითი შემოსავალი, რათა თავი გაიტანონ), ვაკანსიას გამოეხმაურა და მამაკაცთან მუშაობა დაიწყო. გაუჩინარებამდე ის სამჯერ იყო მისული მამაკაცის სახლში.

სამშაბათს კი, ის სახლში არარ დაბრუნებულა და მისმა მშობლებმა დაიწყეს მისი ძებნა ათენის პოლიციის დახმარებით. პოლიციამ მიაგნო 53 წლის მამაკაცის კვალს და მას სახლში მიაკითხა. ბინიდან 22 წლის გოგონას ხმაური და ტირილი მოისმა. პოლიციელები შევარდნენ სახლში და ნახეს რომ გოგონას დაბმული ქონდა ხელ-ფეხი, პარალელურად კი კამერა იყო ჩართული, რომელიც ცოცხალ გამოსახულებას გადასცემდა ინტერნეტში.

53 წლის მამაკაცი აყვანილია. 22 წლის გოგონა შოკშია და გადაყვანილია საავადმყოფოში. კამერის ჩანაწერის მიხედვით ჩანს რომ მამაკაცი გოგონას აუპატიურებდა და ამისთვის სხვადასხვა ნივთებსაც იყენებდა.