fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: სამუდამო პატიმრობა 6 წლის შვილის განზრახ მკვლელობისთვის

ათენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. განაჩენი 62 წლის მამაკაცისთვის უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ის 6 წლის შვილის სასტიკი მკვლელობისთვის ციხეში მთელ ცხოვრებას გაატარებს.

სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება.

მამაკაცმა 6 წლის სტელა 2017 წლის აპრილში მოკლა და მისი გვამი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ნაგვის ყუთში ჩააგდო. სტელას დედა ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ქალმა სასამართლოს გადაწყვეტილების მოსმენისას ცრემლი ვერ შეიკავა. მისი თქმით, საბედისწერო დილას ქმარმა დაურეკა და უთხრა, რომ სახლიდან ძვირფასეულობა მოიპარეს და ამ ყველაფერთან ერთად მათი 6 წლის შვილიც წაიყვანეს. ქალი სახლში დაბრუნდა და ბავშვის ძებნასა და მისი გატაცების შესაძლო მიზეზების გარკვევას ცდილობდა.

მოგვიანებით კი, როდესაც გოგონა სანაგვეში იპოვეს, 62 წლის მამაკაცმა მკვლელობა აღიარა. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ ბავშვმა ბანაობაზე უარი უთხრა, რამაც ის მდგომარეობიდან გამოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 6 წლის სტელას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

onalem

ტესტ