fbpx
საზოგადოება

ათენი: რომელი მეტროსადგური იქნება დაკეტილი დღეს, 15 დეკემბერს?!

ათენში დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. დილის 09:30 საათიდან პოლიციის ბრძანების საფუძველზე დაიხურა “სინდაღმის” მეტროსადგური, სადაც მატარებელი გაჩერების გარეშე ჩაივლის.

დღეისთვის ათენის ცენტრში აქცია გაიმართება.

11:00 საათიდან პროპილეაში ანტი-ფაშისტური შეკრება მიმდინარეობს, ხოლო 12:30 საათიდან სინდაღმაზე “ყვითელ ჟილეტიანების” მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

12:30 საათისთვის კი ისინი პრემიერის სასახლისკენ აიღებენ გეზს.

სხვა ყველა მეტროსადგური იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში. “სინდაღმის” სადგურის გახსნის დროის შესახებ კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ