fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: როგორ იმოძრავებს ტანსპორტი მომდევნო დღეებში

სადღესასწაულო დღეებში ათენში ტრანსპორტი განსხვავებელი განრიგით მუშაობს. კერძოდ:

დღეს, 2017 წლის 26 დეკემბერს, მეტრო ყოველ 7 წუთში ერთხელ იმოძრავებს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო 17:00 საათის შემდეგ ყოველ 10 წუთში ერთხელ.

2018 წლის 1 იანვარს ასევე 09:00 საათიდან 17:00 საათამდე მეტრო იმოძრავებს ყოველ 7 წუთში ერთხელ, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 10 წუთში ერთხელ.

2 იანვარს მეტრო იმოძრავებს დილის 06:30 საათიდან 18:30 საათამდე ყოველ 5 წუთში ერთხელ, ხოლო შემდეგ საათებში ყოველ 10 წუთში ერთხელ.

რაც შეეხება ელექტრო მატარებელს (მეტროს ხაზი N1) 26 დეკემბერს იმოძრავებს ყოველ 10, 5 წუთში ერთხელ 05:30 საათიდან 23:30 საათამდე.

1 იანვარს ელექტრო მატარებელი (ილექტრიკო) იმოძრავებს ყოველ 12,5 წუთში ერთხელ.

1 იანვარს ტრამვაი იმოძრავებს ყოველ 30 წუთში ერთხელ.

ავტობუსები და ტროლეიბუსები 2 იანვარს იმოძრავებენ შაბათი დღის განიგით.

onalem

ტესტ