fbpx
საბერძნეთი

ათენი: როგორ იმოძრავებს საჯარო ტრანსპორტი მომდევნო დღეებში

სამშაბათის ღამიდან (5/12) პარასკევამდე ათენი პოლიციელებით იქნება გადაჭედილი. პირველი მიზეზი ალექსანდროს გრიგოროპულოს მკვლელობის თემაა. ყოველი წლის 6 დეკემბერს არეულობებით იხსენებენ მის მკვლელობას პოლიციელის მიერ (6 დეკემბერი, 2008 წელი).
მეორე მიზეზი კი, თურქეთის პრემიერის, ერდოღანის ჩამოსვლაა ათენში 7-8 დეკემბერს.

მოკლედ:

საბერძნეთის პოლიციის მითითებით, ოთხშაბათს (6/12) დილის 10:00 სთ-დან ხუთშაბათის 07:00 სთ-მდე, ტრამის, ტროლეიბუსებისა და ავტობუსების ხაზები მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს. ასევე გრძნობადი იქნება მათი ნაკლებად მოძრაობის სიხშირე.

ასევე, ხუთშაბათის დილის 06:00 სთ-დან პარასკევამდე, ან შეიძლება საერთოდ არ იმოძრაონ ავტობუსებმა და ტროლეიბუსებმა, ან შეიძლება საათში ერთი იხილოთ. ერდოღანის ჩამოსვლის გამო, ეს ორი დღე ათენის ცენტრი ჩაკეტილი იქნება, შესაბამისად, სრულიად პოლიციაზე დამოკიდებული თუ რა მითითებებს მისცემს სატრანსპორტო ორგანოებს.

ყოველ შემთხვევაში, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს “არეული” დღეები იქნება. შესაბამისად, ისე დააპროგრამეთ თქვენი სამუშაო რეჟიმი რომ დრო არ დაკარგოთ ტრანსპორტის ლოდინში.