fbpx
საზოგადოება

ათენი: როგორ იმოძრავებენ ტროლეიბუსები და ავტობუსები აღდგომის კვირაში

აღდგომის კვირაში, პარასკევიდან (6 აპრილი) სამშაბათის ჩათვლით, ათენში ტროლეიბუსები და ავტობუსები განსხვავებული გრაფიკით იმოძრავებენ. კერძოდ:

პარასკევს ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ შაბათის განრიგით, ანუ ყოველ 15-20 წუთში ერთხელ, ნაცვლად 10 წუთისა.

შაბათს ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ კვირა დღის განრიგით, ანუ ყოველ 30-40 წუთში ერთხელ.

კვირას, ცხადია, იმოძრავებენ 30-40 წუთში ერთხელ და იგივე ეხება ორშაბათ დღესაც.

რაც შეეხება სამშაბათს, ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ შაბათი დღის განრიგით, ანუ 15-20 წუთში ერთხელ.

onalem

ტესტ