fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: როგორ იმგზავრებენ უმუშევრები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები

ათენის მეტროსადგურებში ბარიერების დაკეტვის პროცესი უკვე დაიწყო. ამ დროისთვის დაკეტილის სინდაღმის სადგური. ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ ელექტრონული ბარათისა და ბილეთის საშუალებით არის შესაძლებელი. ჯერჯერობით გაცემულია 540, 000-ზე მეტი ელექტრონული ბარათი.

ისმის კითხვა, თუ რა სახის ბარათი უნდა მიიღონ უმუშევარმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, რათა უფასოდ იმგზავრონ. ამ საკითხთან დაკავშირებით OASA-ს ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული პირები მათთვის განსაზღვრულ ბარათებს აიღებენ ვებ-გვერდის საშუალებით, სადაც უნდა შეავსონ კონკრეტული ველები, შემდეგ კი ბარათები ფოსტით სახლში მიუვათ. თუმცა, ამ დრომდე მითითებული აპლიკაცია არ მუშაობს.  (www.idika.gr)

თუ როდის გახდება შესაძლებელი ვებ-გვერდზე შესვლა მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. მანამდე კი მეტროში გასასვლელი ბარიერები  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ღია დარჩება.

ანთუპოლი, პერისტერი, სეპოლია, ილიუპოლი, ალიმოს, არგირუპოლი, ელინიკო, აგია მარინა, კერამიკოს, ხოლარგოს, ნომისმატოკოპიო, აგია პარასკევი, ხალანდრი, ტავროს, მარუსი დაიკეტება 11 მარტს!

აგიოს ანტონიოს, ელეონას, აგიოს დიმიტრიოს, აეროპორტი, ეგალეო, დუკისის პლაკენტიას უკვე დაკეტილია! (ღია რჩება მხოლოდ შშმ პირებისთვის გასავლელად).

შეგახსენებთ, რომ 15 მარტისთვის ათენის ყველა მეტროსადგურის ბარიერები უკვე დაკეტილი იქნება.

onalem

ტესტ