ათენი: რიგები აკროპოლსა და აკროპოლის მუზეუმში, ძლიერი სიცხის მიუხედავად

ისინი მოდიან დედამიწის ყველა წერტილიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტურისტის დანიშნულების პუნქტი საბერძნეთის რომელიმე კუნძულია, ისინი არ ტოვებენ შესაძლებლობას ნახონ აკროპოლი და მის მახლობლად მდებარე მუზეუმი და კუნძულებზე მხოლოდ ამის შემდეგ გაემგზავრონ. ძლიერი სიცხის პირობებშიც კი ათენის მთავარ ღირშესანიშნაობებთან გრძელი რიგებია.

წელს აკროპოლს ჯერჯერობით 1,237,287 ინდივიდუალური ვიზიტორი ჰყავდა, თუმცა, ტურისტები დადიან ჯგუფებადაც. მათგან 26% ანუ თითქმის 285,000 ბერძენია, შემდეგ მოდიან ამერიკელები, ფრანგები, ბრიტანელები და იტალიელები.

უდაოა, რომ ტურისტთა ნაკადი ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში უფრო გაიზრდება, რადგან ეს პერიოდი შვებულებებისა და არდადეგებისთვის საუკეთესოა.

melano

ტესტ