fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: რატომ არ იკეტება ბარიერები მეტროსადგურებში

დღითი დღე საინტერესო ხდება, თუ რატომ არ იკეტება მეტროსადგურებში ბარიერები, რომლებიც ახალი ელექტრონული სისტემის ფარგლებში დამონტაჟდა. მართალია ეს პროცესი 6 სადგურში უკვე განხორციელდა, თუმცა, როგორც ტრანსპორტის მინისტრი, სპირძისი გვპირდებოდა, დანარჩენ მეტროსადგურებში ბარიერები არც ნოემბრის ბოლოს დაკეტილა და გავლა დღემდე ჯერ კიდევ თავისუფლად არის შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბარიერები დასაკეტად სრულ მზადყოფნაშია, მინისტრის მიერ ბოლოს გაკეთებული განცხადებების მიხედვით, პროცესი კიდევ გადაიდება, რადგან იმ 400, 000 ელექტრონულ ბარათთან ერთად, რომელიც ამ დროისთვის კომპანიის მიერ უკვე გაცემულია, უზრუნველსაყოფია იმ პირებთა ბარათების საკითხი, რომელთაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები ან არიან უმუშევრები.

სპირძისის თქმით, ეს საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია, რადგან სტუდენტები, პენსიონერები და ისინი, ვინც სარგებლობენ ნახევარ ფასიანი ბილეთებით, იძულებული იქნებიან ყოველ ჯერზე წარადგინონ თავიანთი პირადობის მოწმობა თუ სტუნდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტრანსპორტის სამინისტრო კი ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

რაც შეეხება ავტობუსებს, იყო საუბარი, რომ საბერძნეთი, სავარაუდოდ, ფრანგულ მაგალითს გაიმეორებს და ავტობუსში ასვლა მხოლოდ წინა კარიდან იქნება შესაძლებელი. თუკი ბილეთი ხელში არ გექნებათ, ის მძღოლისგან უნდა იყიდოთ. თუმცა, ამ ეტაპზე ამ იდეის რეალიზების მინიმალური შანსი არსებობს.

onalem

ტესტ