fbpx
საზოგადოება

ათენი: რასისტული თავდასხმა ბერძნების მხრიდან კამერებმა დააფიქსირეს

“მათ არც ფული უნდოდათ და არც ტელეფონი, მათ ჩემი მოკვლა უნდოდათ,” ამბობს 36 წლის პაკისტანელი.

კვირას ღამით ათენის დასავლეთ გარეუბანში, პერისტერიში, 36 წლის პაკისტანელ მამაკაცს დაახლოებით 10 ბერძენი დაესხა თავს და სასტიკად სცემეს.

მსხვერპლის თქმით, მას 10 ადამიანი მიუახლოვდა და სრულიად უმიზეზოდ ცემა დაუწყო, ამ ყველაფრის შემდეგ კი მან პოლიციაში საჩივარი შეიტანა:

“აქეთ-იქით მაგდებდნენ, წიხლებს ზურგსა და თავში მირტყამდნენ.”

ტელეკომპანია Alpha TV-ის ინფორმაციით, თავდამსხმელები 15-დან 18 წლამდე არიან.

ინციდენტი პოლიციის განყოფილების შენობიდან მხოლოდ 200 მეტრის დაშორებით მოხდა.

პოლიცია საქმეს რასიზმის მუხლით იძიებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის მანძილზე რასისტული თავდასხმები განსაკუთრებით გახშირდა პერისტერსა და სეპოლიაში.

onalem

ტესტ