fbpx
საზოგადოება

ათენი: რა ხდება ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში დღეს – საიდან ადიან მგზავრები?!

ბერძნულმა საინფორმაციო წყარომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეიდან ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში ამსვლელთათვის მხოლოდ წინა კარი გაიღებოდა და ისინი იძულებული იქნებოდნენ, მძღოლის თვალწინ გაეაქტიურებინათ თავიანთი ბილეთი. თუმცა, რა ხდება დღეს ათენში?!

დღეს არაფერი შეცვლილა და ავტობუსებისა და ტროლეიბუსების ყველა კარი ჩვეულებისამებრ იღება. მძღოლებმა გადაწყვიტეს იყვნენ მოქნილები, ვინაიდან ეს ყველაფერი ერთბაშად მგზავრებს შორის პრობლემებს შექმნიდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამზადდება სპეციალური ბანერები, რომლებზეც ეწერება “მხოლოდ ასვლა” და “მხოლოდ ჩასვლა”, რაც სიტუაციას გაამარტივებს. თუმცა, ცხადია, რომ ესეც გარკვეულ დროს მოითხოვს.

“არც კი ვიცოდი, რომ მხოლოდ წინა კარიდან ასვლა დღეის შემდეგ იგეგმებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს პრობლემა არ იქნება და ამ ყველაფერს შევეჩვევით,” ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

აღსანიშნავია, რომ ბევრმა მძღოლმა დაიწყო მითითებების მიცემა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მგზავრებმა:

“ის, რაც ჩვენ შეგვიძლია არის, რომ ვუთხრათ მათ, რომ მიეჩვიონ, ავიდნენ წინა კარიდან, გაააქტიურონ ბილეთი და შემდეგ ჩავიდნენ უკანა კარიდან.”

ჩანს, რომ ცვლილება სრული ფორმით ჯერჯერობით სახეზე არ არის, თუმცა, ტრანსპორტის სამინისტრო ცდილობს მოქნილი ხერხებით შეაჩვიოს საზოგადოება სამომავლოდ შესასრულებელ მოვალეობებს.

 

onalem

ტესტ