ათენი: პოლიციამ ორი არასრულწლოვანი გოგონა ქურდობის ფაქტზე დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ ორი, 14 და 15 წლის გოგონა აიყვანა. ისინი სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოების კამერამ დააფიქსირა, როცა ერთ-ერთი კლიენტისთვის საფულის მოპარვას ცდილობდნენ. ინციდენტი მარუსში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, კამერების საშუალებით გოგონები დააპატიმრეს, თუმცა, გარდა ამისა, მათ 260 ევროს ოდენობის თანხა და ორი მოპარული მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.

ისინი ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

მარუსის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დადგენილია მათ მიერ ჩადენილი 5 ქურდობა, ახლოს მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში.

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მათგანი არასრულწლოვანია, მათი საქმე მოზარდთა გამომძიებელს გადაეცა.

melano

ტესტ