fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი-პატრას გზაზე მოტოციკლი ფეხმძიმე ქალს დაეჯახა

დღეს, დაახლოებით 1 საათის წინ, ათენი-პატრას გზაზე სერიოზული ავტოავარია დაფიქსირდა. სწრაფად მომავალი მოტოციკლი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც, მოტოციკლის მძღოლმა ის ვერ დაინახა და დაეჯახა.

როგორც ცნობილია, ქალი იქვე ახლოს მუშაობს და სამსახურიდან ბრუნდებოდა. როგორც ექიმები აცხადებენ, ის ფეხმძიმედ არის.

სერიოზულად დაშავდა მოტოციკლის მძღოლიც.

ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათი მდგომარეობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

onalem

ტესტ