fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: პატმანოღლუ ცოლ-შვილის სიკვდილისთვის 2,8 მილიონ ევროს ითხოვს

ავარია, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 1 წლის წინ მოხდა. ცნობილი ბიზნესმენის, Jumbo-ს მფლობელის, აპოსტოლოს ვაკაკისის ვაჟი, თავის მეგობართან ერთად, დიდი სისწრაფით მიმავალი, გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელშიც ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი ისხდნენ. თითოეული მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

მასე შემდეგ, ცოლ-შვილის გარდაცვალებით მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი იპატიოს პატმანოღლუ სასამართლოში ჩივის და მატერიალური და მორალური ზიანისთვის ვაკაკისებისგან საერთო ჯამში 2,8 მილიონ ევროს ითხოვს.

აღნიშნული საქმე სასამართლოში დღეს განიხილეს. პატმანოღლუსგან განსხვავებით, თავად აპოსტოლოს ვაკაკისი მოსმენაზე არ გამოცხადდა, მას ადვოკატი წარმოადგენდა.

პროცესზე ითქვა, რომ თავად პატმანოღლუ ითხოვს  1,5 მილიონ ევროს, და ასევე 1, 3 მილიონ ევროს, რომელიც მისი ცოლის სხვა ნათესავებს უნდა გადაეცეს.

სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა მამაკაცი აღნიშნულ თანხას, ჯერჯერობით არ მიუღია.

onalem

ტესტ