fbpx
კრიმინალი

ათენი: ნარკოტიკები ბავშვის სათამაშოებში – დაკავებულია ერთი უცხოელი

ამანათში, რომელიც დღეს ათენში ჩამოვიდა, 300 გრამი ჰეროინი აღმოაჩინეს. ნარკოტიკი საგულდაგულოდ იყო დამალული ბავშვის სათამაშოებში. ეს იყო გზა, რომელიც ჯერჯერობით უცნობმა პირებმა, ჰეროინის საბერძნეთში შემოსატანად გამოიყენეს.

კერძოდ, ამანათი ათენში მოზამბიკიდან შემოვიდა. ატიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პატისიაზე 33 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. სწორედ მან მიიღო ამანათი.

მისი ეროვნების შესახებ ცნობილი არ არის.

დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს. დანაშაულზე სპეციალურად დანიშნული გამომძიებელი მუშაობს.

onalem

ტესტ