ათენი: მეტროსადგურებში ყველა სახის ბარიერები დაიკეტება!

ΟΑΣΑ ათენის მოსახლეობას მოუწოდებს იქონიონ ელექტრონული ბარათები ან ბილეთები. აღნიშნული განცხადება ძირითადად ეხებათ უმუშევარ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ამ დრომდე მეტროში ჩასვლა ჯერ კიდევ თავისუფლად იყო შესაძლებელი, თუკი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი გასასვლელით ისარგებლებდით.

ვითარება ახლო მომავალში შეიცვლება. კომპანიის განცხადებით აღნიშნული ფართო გასასვლელი სულ მალე დაიხურება, ამიტომ ბენეფიციარები ყურადღებით უნდა იყვნენ.

ΟΑΣΑ-ს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გაცემულია 950, 000 ელექტრონული ბარათი.

უმუშევარ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს განსხვავებული დანიშნულების ბარათის ასაღებად მონაცემების შევსება ვებ-გვერდზე www.idika.gr/athenacard/ შეუძლიათ.

melano

ტესტ