fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: მეორე ინციდენტი ქალაქში მოძრავ ავტობუსში N608

OASA-ს მიერ წარდგენილი საჩივრის მიხედვით, ათენში მოძრავ ავტობუსებში საგანგაშო მდგომარეობაა. კერძოდ, დღეს დილით რამდენიმე ხნის წინ მომხდარი ინციდენტი განმეორდა და ნომერ 608-ში ძრავა აფეთქდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში არცერთი მგზავრი არ დაშავებულა, თუმცა, კომპანია იტყობინება, რომ ეს ყველაფერი სიმშვიდის საბაბს არ გვაძლევს. ათენში 200 ავტობუსია, რომელთაც ლიცენზია 1994 წელს აიღეს და აღნიშნულ ლიცენზიას 12 წლიანი ვადა აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი 12 წლის ნაცვლად უკვე 23 წელია მუშაობენ და ის რაც ახლა ხდება, სრულიად ლოგიკურია.

OASA-ს თანამშრომელთა გაერთიანების პრეზიდენტი, აპოსტოლოს რაფტოპულოსი აცხადებს, რომ მათ ხელისუფლება ჯერ კიდევ პირველად მომხდარი ინციდენტის დროს გააფრთხილეს, თუმცა, მათი მხრიდან რეაგირება დღემდე არ ჩანს.

თავდაპირველადაც ინციდენტი ნომერ 608-ში მოხდა.

იხილეთ ფოტოები:

onalem

ტესტ