fbpx
საზოგადოება

ათენი: კმაყოფილი მგზავრის სიურპრიზი ავტობუს N608-ის მგზავრებს

ათენის ავტობუს N608-ის მძღოლებს კმაყოფილმა მგზავრმა სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა. მან ამით თავისი დამოკიდებულება გამოხატა და ეცადა მათი პროფესიონალიზმი დაეფასებინა. როგორ?!

როდესაც ავტობუსმა ზოგრაფუს სასაფლაოზე თავის ბოლო გაჩერებას მიაღწია, მძღოლებთან პიცის დამტარებელი ბიჭი მივიდა და პიცები მიუტანა. ერთ-ერთმა მძღოლმა მას უთხრა, რომ შეკვეთა არ მიუციათ.

“ვიცი, შეკვეთა კმაყოფილმა მგზავრმა მოგვცა, რომელსაც ეს ადრეც გაუკეთებია” , უპასუხა მიმტანმა.

ცხადია, მან ვინაობის გამხელა არ ისურვა და სწორდ ამიტომ მძღოლებმა თავიანთ ბლოგზე მას მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ოდესმე შეხვდებიან.

“მთელი ამ დისკომფორტის, სამუშაო პირობების და სამგზავრო ქაოსის ფონზე, სასიამოვნოა, რომ ვიღაც ფიქრდება ამ სირთულეებზე. ამის გამო ჩვენ სიამაყის გრძნობა დაგვეუფლა, რომ ვართ მძღოლები, რაც იშვიათად ხდება. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ იცის, რა სირთულეები არსებობს ჩვენს პროფესიაში.”

onalem

ტესტ