fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: კალითეადან 26 წლის ავსტრიელი მამაკაცი გაუჩინარდა

ათენში 26 წლის ავსტრიის მოქალაქეს, სებასტიან შელბაუერს, 23 დეკემბრის შემდეგ ეძებენ. ის კალითეას გარეუბნიდან გაუჩინარდა.

Silver Alert ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაუჩინარებისას მამაკაცს ფერადი კეპი ეხურა, ეცვა შავი სპორტული შარვალი, თეთრი პულოვერი, შავი ჟაკეტი და შავი ფეხსაცმელი.

ის არის 1, 90 მეტრი სიმაღლის, აქვს ყავისფერი თვალები.

26 წლის მამაკაცი ავსტრიის მოქალაქეა, თუმცა, ბერძნულად კარგად საუბრობს.

“მისი სიცოცხლე საფრთხეშია,” – ავრცელებს Silver Alert საბერძნეთის პოლიციის ბრძანების საფუძველზე.

ისინი სთხოვენ საზოგადოებას, თუკი სადმე ნახავენ მსგავსი გარეგნობის პირს და ექნებათ რაიმე ინფორმაცია, დარეკონ ნომერზე 1065.

onalem

ტესტ