ათენი: ჯიბის ქურდების ”საქმიანობა” მეტროში (ფოტოები)

პოლიციამ ჯიბის ქურდების კიდევ ერთი ჯგუფი დააკავა, რომელსაც 36 წლის ქალი უძღვებოდა. ის ალბანეთის მოქალაქეა, სახელად ტონია ან რომინა. ქალს ასევე ალბანელი, 32 წლის ალბერტო ეხმარებოდა. თუმცა მათ მესამე კომპანიონიც ჰყავდათ.

ფოტოები, რომლებზეც აღწერილია მათი ”საქმიანობა” მეტროებში, პოლიციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

მათი მსხვერპლი ძირითადად ტურისტები იყვნენ და ”მუშაობდნენ” შემდეგ სადგურებში Evangelismos”, “Megaron”, “Syntagma”, “Panormou”, “Omonia”. ისინი ირჩევდნენ პიკის საათებს, 07:00 საათიდან 09:30 საათამდე და 17:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ასევე დადგინდა, რომ მათ კავშირები ჰქონდათ დაცვის თანამშრომლებთან, რომლებიც მათ ”უსაფრთხოებით” უზრუნველყოფდნენ.