fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: იძებნება გოგონა, რომელიც ზამთარში, აუხსნელ ვითარებაში გაუჩინარდა

რამდენიმე ბერძნულმა მედია საშუალებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ოჯახი ბოლო 4 თვის განმავლობაში ეძებს გოგონას, რომელიც საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. გოგონა 18 წლის ელენი ევსტაფიადია.

21 იანვარს, 22:30 საათზე მამამ საკუთარი შვილი მწვავე მუცლის ტკივილებით საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანა. მისაღები ხალხით იყო სავსე და ის საპირფარეშოში გავიდა. ხოლო პირადი ნივთები მოსაცდელ ოთახში დატოვა.

როდესაც მამა მიხვდა, რომ თავისი შვილი არსად ჩანდა, გარშემომყოფებს ჰკითხა, თუ სად იყო ის. მათ კი უთხრეს, რომ გოგონა ტაქსით წავიდა. როდესაც ტაქსი საავადმყოფოსთან დაბრუნდა, მძღოლმა გოგონას მამას უთხრა, რომ ელენიმ სთხოვა ერთ-ერთ მაღაზიასთან გაეჩერებინა. როდესაც დიმიტრის ევსტაფიადისი ამ მაღაზიაში მივიდა და სურათი აჩვენა, მფლობელმა დაუდასტურა, რომ იქ მისი გოგონა ნამდვილად მივიდა, ხოლო მისი ვალი, რომელიც ამ მაღაზიაში ჰქონდა, ერთმა მუდმივმა კლიენტმა გადაიხადა, რომელსაც გოგონამ მაღაზიიდანვე დაურეკა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, მამას მაღაზიის მფლობელმა დაურეკა და უთხრა, რომ როდესაც მან აღნიშნულ კლიენტს გაუჩინარებულ გოგონაზე ჰკითხა, კლიენტმა უპასუხა, რომ ის სახლში დაბრუნდა.

მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად მეუღლე გარდაეცვალა, დიმიტრის ევსტაფიადისი შვილს მარტო ზრდიდა. თავისი გოგონას აუხსნელ გარემოებაში დაკარგვის შემდეგ კი, ის დღე და ღამ დაუღალავად, მისი ფოტოთი ხელში, ყველა წერტილში ეძებს მას და დარწმუნებულია, რომ ელენი საფრთხეშია და სავარაუდოდ სახიფათო კამპანიაში აღმოჩნდა.

onalem

ტესტ