fbpx
კრიმინალი

ათენი: ექიმი პაციენტისგან ოპერაციის ჩასატარებლად 600 ევროს ითხოვდა

საბერძნეთის პოლიციამ 51 წლის ექიმი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. ის პაციენტს ოპერაციის ჩატარებაზე უარს ეუბნებოდა, სანამ 600 ევროს არ გადაუხდიდა. თუმცა, აღნიშნული პაციენტი მისთვის ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა.

ექიმის “საქმიანობის” შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც პაციენტის ნათესავმა პოლიციაში განაცხადა. ოფიცრებმა მაშინვე დაგეგმეს მისი აყვანის ოპერაცია.

51 წლის ექიმი სწორედ იმ მომენტში დააკავეს, როცა ფულის გამორთმევას აპირებდა.

აღსანიშნავია, რომ მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 23, 215 ევრო, რომელიც, ცხადია, მას ჩამოერთვა.

ექიმის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ის ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ