ათენი: ელექტრონული ბილეთების შეძენა ბარათების საშუალებით უკვე შესაძლებელია

ΟΑΣΑ-ს ინფორმაციით, გაცემული ელექტრონული ბილეთების რაოდენობამ უკვე მილიონს მიაღწია.

ბილეთების შეძენა და უკვე აღებულ ბარათებზე თანხის ჩარიცხვა აქამდე მხოლოდ ნაღდი ფულის საშუალებით იყო შესაძლებელი, ხოლო ამიერიდან პირადი საბანკო ბარათებითაც შესაძლებელია. აღნიშნული პროცედურის განხორციელება შესაძლებელია 298 აპარატზე და 500-მდე კიოსკში.

ΟΑΣΑ აცხადებს, რომ ათენის მოსახლეობიდან 1, 38 მილიონი ადამიანი სარგებლობს ელექტრონული ბარათით.

ცხადია, აღნიშნულ ბარათებსა და ბილეთებთან დაკავშირებით ბევრად კომფორტულია გადაიხადოთ ბარათით, თუკი ზოგადად ამ სერვისით ხშირად სარგებლობთ და არ გაქვთ ნაღდი ფული ყოველდღიურად.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ასევე გაიცემა შეღავათიანი ბარათებიც, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტულად შშმ პირების, სტუდენტების, პენსიონრების, უმუშევრებისა და სხვადასხვა ბენეფიციარებისთვის.

melano

ტესტ