fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: დორა ზებერის ფრჩხილებზე სოროპიდის დნმ არ აღმოჩნდა

ზორა ბეზერის ოჯახის ადვოკატის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, დორა ზებერის ერთადერთი მკვლელი დაპატიმრებული 58 წლის მამაკაცი არ არის. ზებერის ფრჩხილებზე ემანუილ სოროპიდის დნმ-ის არანაირი კვალი არ აღმოჩნდა.

გენეტიკური მასალა, რომელიც ექსპერტებმა შეისწავლეს, სრულიად სხვა პირს ეკუთვნის, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

“მკვლელობის ადგილზე გენეტიკური მასალა ნამდვილად ნაპოვნია, ასევე ხელსახოცი. თუმცა, დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ის დაკავებულ 58 წლის მამაკაცს არ ეკუთვნის. ჩვენ სიმართლის დადგენას ველით,” განაცხადა ადვოკატმა.

აღსანიშნავია, რომ სოროპიდისმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მას მკვლელობისთვის ორმა მამაკაცმა 30, 000 ევრო გადაუხადა და ასევე დასძინა, რომ ის 32 წლის ქალის ერთადერთი მკვლელი არ იყო.

58 წლის მამაკაცი დაკითხვაზე 8 თებერვალს წარსდგება.

onalem

ტესტ