ათენი: დედამ, რომელმაც ჩვილი ცეცხლმოკიდებულ სახლში დატოვა, ის საავადმყოფოდან გაიტაცა

გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატიკის მეტროსთან ახლოს, ერთ-ერთ ცეცხლმოკიდებულ სახლში მეხანძრეებმა ჩვილი იპოვეს. ის დედამ სახლში მარტო დატოვა, ხოლო შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ბავშვმა გარკვეული დაზიანებები მიიღო და აგია სოფიას ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 24 იანვრიდან ამ დრომდე იმყოფებოდა.

მისი დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და შვილის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით, მასთან მიახლოვება აუკრძალეს.

მიუხედავად ამისა, ამ წუთისთვის არსებულ ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მივიდა და ბავშვი გაიტაცა, ისე, რომ ვერავინ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.

საბერძნეთის პოლიცია 37 წლის ქალის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

melano

ტესტ