fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: ბიზნესმენი 10,800 ევროს ღირებულების საათის მოპარვას დამლაგებელს აბრალებს

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში აღწერილია დიალოგი, რომელიც ბიზნესმენსა და სასტუმროს მიმღებში მომუშავე თანამშრომელს შორის მიმდინარეობს. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მან დაკარგა საათი, რომელიც 10, 000 ევროზე მეტი ღირს და ქურდობა მის ნომერში მოხდა.

კერძოდ, ბიზნესმენი, რომელიც კრეტადან არის, დარწმუნებული იყო, რომ თავისი ძვირადღირებული საათი ათენის ცენტრში მდებარე სასტუმროდან გაუჩინარდა, რადგან როგორც ამბობს, როცა ოთახიდან გავიდა, საათი მაგიდაზე დატოვა. მისი ვერსიით, 10, 800 ევროს ღირებულების Rolex-ის საათი დამლაგებელმა ქალმა აიღო, რომელმაც ოთახი, მისი წასვლის შემდეგ, შაბათ დღეს, დაახლოებით 13:45 საათზე დაალაგა.

კრეტელმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ დამლაგებელმა ოთახი მოუწესრიგებელი დაახვედრა, რადგან შესაძლოა ქურდობის შემდეგ ჩქარობდა, რათა არავის შეენიშნა. თუმცა, სასტუმროს კამერების ჩანაწერებზე ჩანს, რომ მის ოთახში დროის ამ მონაკვეთში დამლაგებელი არ შესულა.

მას შემდეგ, რაც მამაკაცი მიხვდა, რომ საათი დაკარგა, მაშინვე დამლაგებლის სახელი და საკოტაქტო ინფორმაცია მოითხოვა. როცა მიმღებში ამაზე უარი უთხრეს, ის გაღიზიანდა და ხმამაღალი ტონით დაიწყო საუბარი, რაც სერიოზულ კამათში გადაიზარდა.

იხილეთ ვიდეო:

ბიზნესმენმა საჩივარი შეიტანა. ის კიდევ ერთხელ აცხადებდა, რომ მისი ოთახი არ იყო კარგად დალაგებული, ვინაიდან ქურდი ჩქარობდა.

მისი თქმით, დამლაგებელმა მხოლოდ საწოლები გაასწორა, სააბაზანო დაალაგა, ხოლო შემდეგ მაგიდაზე ძვირადღირებული საათი დაინახა, აიღო და სწრაფად წავიდა. პოლიციამ ჰკითხა, თუ საიდან იცოდა, რომ ეს დამლაგებელმა გააკეთა. მან კი უპასუხა, რომ საათი მოიპარა მან, ვინც ოთახში შევიდა, ხოლო ოთახში დამლაგებლის მეტი არავინ შესულა.

პოლიციასთან ის ასევე აღნიშნავდა, რომ სასტუმროს პერსონალი დამლაგებლის საკონტაქტო ინფორმაციას არ აძლევდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ბიზნესმენი კრეტაზე დაბრუნების შემდეგ, სავარაუდოდ, ფულად კომპენსაციას მიიღებს.

საათი, რომელიც მან დაკარგა 10,800 ევრო ღირს.

onalem

ტესტ