fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: ახალი ინფორმაცია მეტროსადგურებთან დაკავშირებით

ფაქტი, რომ მეტროსადგურებში ბარიერების დახურვა დროში ძალიან გაიწელა, უკავშირდება იმ 50, 000 დაუსაქმებელ ადამიანს, რომელთათვისაც განსხვავებული პერსონალური ბარათი იყო განსაზღვრული. ΟΑΣΑ-ს განცხადებით, ეს პროცესი უკვე დასრულებულია.

ბარიერების დახურვას მეტროს 1, 2 და 3 ხაზზე ათენის მოსახლეობა დღეს ელოდა, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული პროცესი კიდევ გადაიდება. ΟΑΣΑ-ს თანამშრომელთა თქმით, პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ბარიერების დახურვა შეუძლებელია.

ბერძნული მედიის ცნობით, ამ ყველაფრის მიზეზი არის უსაფრთხოების სისტემის არარსებობა მეტროებში. მაგალითად: სახანძრო სისტემა, რომლის საშუალებითაც ჩაკეტილი ბარიერები საგანგებო მდგომარეობის დროს ავტომატურად გაიღება.

ცალკე თემაა მოსახლეობის ინფორმირება, თუ როგორ გამოიყენონ სწორად ახალი ელექტრონული ბარათები და ბილეთები. ტრანსპორტის მინისტრის თქმით, ამ ყველაფერს ათენის მაცხოვრებლები უკვე შეეჩვივნენ, თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ნაწილი, რომელთაც გარკვეული ახსნა-განმარტება სჭირდებათ.

onalem

ტესტ