fbpx
საზოგადოება

ათენი: ავტობუსების გაფიცვის განრიგი მომავალ ხუთშაბათს!

ΟΑΣΑ-ს თანამშრომელთა ინფორმაციით, მომდევნო ხუთშაბათს ავტობუსები რამდენიმე საათით არ იმუშავებენ.

კერძოდ, მძღოლები 5 საათით გაფიცვას აცხადებენ, შესაბამისად, ავტობუსები არ იმუშავებენ დილის 12:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე.

17:00 საათის შემდეგ, სავარაუდოდ, 18:00 საათისთვის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

5 საათიანი გაფიცვა ეხება ათენში მოძრავ ყველა ავტობუსს, მათ შორის აეროპორტში მიმავალსაც.

შეგახსენებთ, რომ სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.

onalem

ტესტ