fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: 34 წლის ქალი მშობიარობისას ექიმის შეცდომის გამო გარდაიცვალა

“ახალი დემოკრატიის” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრის, გ. პაპასპირუს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 34 წლის ქალი, მშობიარობის დროს დაიღუპა. ის პაპასპირუს მეუღლე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ლივადიაში იმყოფებოდა, თუმცა, ბავშვის გაჩენა ათენის ცნობილ სამშობიაროში ჰქონდა გადაწყვეტილი. დანიშნული იყო საკეისრო კვეთა, ხოლო როდესაც ამ ქვეყანას 4 კგ ჯანმრთელი ბავშვი მოევლინა, ქალის მდგომარეობა გართულდა, საკეისრო კვეთის გამო უწყვეტი სისხლდენა დაეწყო და მოკლე ხანში გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ოჯახი 34 წლის ქალის სიკვდილში გინეკოლოგს ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ მტკიცებულება, რომ ახალგაზრდა მშობიარე ექიმის შეცდომის გამო გარდაიცვალა და გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

მათ საჩივარი პოლიციის განყოფილებაში შეიტანეს და ექიმის დაპატიმრებას ითხოვენ, სხვისი სიცოცხლის უყურადღებობის ფონზე ხელყოფის გამო.

onalem

ტესტ