fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

დაფნი: 29 წლის მამაკაცი ბავშვებს ნარკოტიკებს ასმევდა, ხოლო შემდეგ აუპატიურებდა

15 დღის წინ ის თავის ერთ-ერთ მსხვერპლს შეხვდა, შემდეგ მომდევნოს და ასე შემდეგ –  გასულ შაბათს კი მისი ქმედებები გამოვლინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში, კერძოდ დაფნიში, დააკავეს 29 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვნებს Facebook-ის საშულებით პოულობდა, ეკონტაქტებოდა, ხვდებოდა, შემდეგ კი ნარკოტიკებს ასმევდა და აუპატიურებდა.

15 დღის წინ ის 16 წლის გოგონას შეხვდა და მიაღებინა ნარკოტიკი, რომელიც, ზოგადად, კოკაინთან ერთად გამოიყენება. მისი მომდევნო მსხვერპლი კი 15 წლის გოგონა იყო, რომელსაც იგივე ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინა.

ის გასულ შაბათს იგივე ქმედებების გამეორებას აპირებდა. თუმცა, 15 წლის გოგონამ, მას შემდეგ რაც, ნარკოტიკები პირველად მიიღო, თავი შეუძლოდ იგრძნო. სწორედ ამის შემდეგ ყველაფერი გამოვლინდა.

29 წლის მამაკაცი სახლში პოლიციამ აღმოაჩინა:

3, 6 გრამი კოკაინი.

1 გრამი კრისტალური მეტამფეტამინი.

კომპიუტერი, ლეპტოპი და ვიდეო კამერა.

მამაკაცი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ