fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ხელმოწერებს აგროვებენ

ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ე.წ ომონიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხელმოწერებს აგროვებენ.

ხელმოწერების შეგროვების მიზეზი, საქართველოს მოქალაქის პასპორტის საერთო ტარიფის დადგენის მოთხოვნაა.

“ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის თქმით, უკვე შეგროვდა 500-სზე მეტი ხელმოწერა დსა ეს პროცედურა, მანამ გაგრძელდება, ვიდრე ქართული პასპორტის ფასი ემიგრანტებისთვის ისეტივე არ გახდება, როგორიც ეს საქართველოში ღირს.

“ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება 27 მაისამდე. გარდა საბერძნეთისა ასევე ჩვენი ემიგრანტები ხელმოწერებს სხვა ქვეყნებშიც შეაგროვებენ. ემიგრაციამ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს ყველას, ვინც ფიქრობს რომ ემიგრანტებს ანგარიში არ უნდა გაუწიონ,”- აცხადებს ავთანდილო გიუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პასპორტში იმაზე მეტ თანხას იხდის, რაც ეს საქართველოში ღირს.