ათენში სუპერმარკეტი “LIDL” დააზიანეს, რადგან კვირას მუშაობდა

უცნობი პირები ნეა ფილადელფიაში სუპერმარკეტ “LIDL”-ს დაესხნენ თავს, რადგანაც იგი კვირა დღეს მუშაობდა.

kathimerini.gr-ის მიერ გავრცელებული ფოტოებში ჩანს, რომ  თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის ვიტრინებს საღებავები ესროლეს, ჩაამსხვრიეს ისინი, ხოლო კედლებზე მსგავსი სახის წარწერები გააკეთეს: “აღარასდროს იმუშაოთ კვირა დღეს”.

შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო ფასდაკლებების ფარგლებში,  მაღაზიების უმრავლესობა კვირა დღეს მუშაობდა.

 

melano

ტესტ