ათენში პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა – Georgians.gr

ათენში პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა

ათენში პოლიციამ პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპენსიო და საგადასახადო რეფორმების წინააღმდეგ მიმდინარე სარპროტესტო აქცია არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ნიღბიანმა მომიტიგეებმა პოლიციამ ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილებ” ესროლეს.

სამართალდამცველების მონაცემებით, დემონსტრაციაში სულ ათი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, საბერძნეთის პარლამენტმა რეფორმების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საპენსიო ხარჯების შემცირებასა და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. რეფორმების განხორციელება საბერძნეთს საერთაშორისო კრედიტორებისგან კრედიტის მორიგი ტრანშის მისაღებად სჭირდება.

ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის კრედიტთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას 9 მაისს გამართავენ.
2030.news

melano

ტესტ